ეროვნული ვალუტის კურსი


პანდემია და პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი საქართველოს მთავარ გამოწვევად რჩება.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ტაბლოებზე მონაცემები სულ უფრო უარესდება. წლის დასაწყისიდან ოთხი ინტერვენციის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება. ლარის კურსი 3,4-იან ნიშნულს უახლოვდება. დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, ერთი დოლარი სამი ლარი და 37 თეთრი ღირს. ბოლო პერიოდში დაწყებული მკვეთრი რყევების მთავარ მიზეზად პანდემიის გამო ტურისტების სიმცირე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება სახელდება. ლარმა ანტირეკორდი შარშან ზუსტად ამ დროს მოხსნა - 2020 წლის მარტში ეროვნულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს, 3,48-იან ნიშნულს მიაღწია. გაგრძელდება თუ არა სავალუტო ბაზარზე რყევა - პროგნოზები პესიმისტურია. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან