„ტრიბუნას“ ლიდერის მიმართვა

03.03.2020 00:57

კორონავირუსის გამო ქყევანაში შესაძლო კრიზისზე ლაპარაკობს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა.“ მოძრაობის ლიდერი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება კარანტინში მყოფ ადამიანს ბანკში პროცენტები ერიცხებოდეს. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის პროგნოზით მსოფლიო ეკონომიკა მძიმე ზარალს ელოდება. მისი თქმით, ქართული მხარე არაფერს აკეთებს მოსალოდნელი შედეგების ასაცილებლად.  პოლიტიკური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას სერიოზულად მოეკიდოს გამოწვევებს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: