საქართველო - დიდი ბრიტანეთი

21.10.2019 03:04

ამოქმედდება თუ არა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უვიზო რეჟიმი. თემა აქტუალური ლონდონში დღეს ხელმოწერილმა დოკუმენტმა გახადა. გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელმაც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა სფერო უნდა მოიცვას. იგულისხმება ყველა ის მიმართულება, რომელიც დიდ ბრიტანეთს, როგორც ევროკავშირის ჯერ ისევ წევრ ქვეყანას საქართველოსთან 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით აკავშირებდა. მმართველი გუნდი ლონდონთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების უფრო გაძლიერებას ელოდება. ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს, უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი გაააქტიუროს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: