კორონავირუსის საფრთხე ქართული დისპორისთვის
ვითარება მძიმდება ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. კორონავირუსის ზრდის ტემპით მსოფლიოში პირველ ადგილზე ესპანეთია, სადაც 30 ათასამდე ქართველი იმყოფება. ქვეყანაში უკვე 85 ადამიანი გარდაიცვალა. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიდან, ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაშია, სადაც ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა 800 ათასს აღწევს. ამ ეტაპზე რუსეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ოფიციალურად დაავადებულია 28 ადამიანი, რაც 150-მილიონიანი ქვეყნისთვის ეპიდემიის ნიშნულად არ ითვლება. თუმცა დღეს რუსეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ქართველი ემიგრანტების რაოდენობის მიხედვით საბერძნეთია, სადაც 250 ათასი თანამემამულე ცხოვრობს. საბერძნეთში ამ დროისთვის ახალი ვირუსით დაინფიცირების 120-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გუშინ კი ქვეყანაში კორონავირუსს პირველი პაციენტი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება უკრაინაში და თურქეთში, სადაც ჯამში 250 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. ორივე ქვეყანაში ერთად მხოლოდ ხუთი შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილები არ არიან. აშშ-ში, სადაც 80 ათასამდე ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს ვირუსის 1700-მდე შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 40 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 31 - ვაშინგტონში. აზერბაიჯანში გუშინ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი ქვეყანაში 15 ინფიცირებულია. სწრაფად ვრცელდება ვირუსი გერმანიაში, სადაც 25 ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ქვეყანაში 2745 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ექვსი გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქრონიკა 17:00 საათზე - 27 თებერვალი, 2020 წელი
TV IMEDI
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები...
Georgian Government
#მოამბე 21 საათზე, 6 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძე "ქრონიკის" შეკითხვებს პასუხობს
TV IMEDI
როგორ დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან! Coved 19
ამა ჯიტა
ჯაფარიძე: ერთი კოვზიდან ზიარება რისკებს კატასტროფულად ზრდის
Girchi • გირჩი
კორონავირუსის საფრთხე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის საფრთხე
Formula News