შსს-ს „112“-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ. „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს „SMS“ და ვიდეო ზარების სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ „112“-ის მონაცემთა ბაზაში და ახალი მომსახურების ეფექტურობა პირადად შეემოწმებინათ. „112“-ის მიზანია „SMS“ და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება. „SMS“ და ვიდეო ზარის სერვისის შექმნის პირველ ეტაპზე, „112“-მა საქართველოს მასშტაბით უკვე დაარეგისტრირა ყრუ და სმენადაქვეითებული პირების გარკვეული ნაწილი. პროექტის მეორე ეტაპზე, ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, დაიგეგმა აღნიშნული პირების ყოველკვირეული ვიზიტი „112“-ის ოფისში. 6 თვის განმავლობაში, ყოველკვირეული ვიზიტების ფარგლებში, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს მათთვის განსაზღვრული სერვისის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდებათ და „112“-ის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდებიან, ასევე დაათვალიერებენ „112“-ის „ქოლ-ცენტრს“ და გაეცნობიან, როგორ ხდება „SMS“ და ვიდეო ზარის მიღება. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/7WhC9e
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს „112“-ის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსთავში შსს-ს „112“-ის ახალი ცენტრი გაიხსნა
Giorgi Mgebrishvili
”112”-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ესპანეთის შსს-ს წარმომადგენლებმა ”112” და შსს-ს აკადემია მოი...
112 Georgia / 112 საქართველო
ესპანეთის შსს-ს წარმომადგენლებმა ”112” და შსს-ს აკადემია მოი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს სსიპ „112“ ინ...
Giorgi Mgebrishvili
112-ის გმირი ნიკოლოზ გუმბერიძე
შინაგან საქმეთა სამინისტრო