https://mtisambebi.ge/ - ქვემო სვანეთში, სოფელ ხელედს რომ გასცდებით, 30 კილომეტრიანი ხეობა ერთადერთ კაცს, 81 წლის კორნელი გაზდელიანს უჭირავს. ხშირად, როცა სამანქანო გზა არ არის, ლენტეხამდე ჩასვლა და უკან დაბრუნება ფეხით უწევს. „მოკვდი თუ გინდა, გამკითხავი არავინ არის არც ლენტეხის და არც ცენტრალური მთავრობიდან. აქ რომ აღარ ვიქნები, მერე ვინ მიაქცევს ბავარის კვალს ყურადღებას“. ახალგაზრდებს გულშემატკივრობს, ივარგეს და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიდნენო.