თავდასხმა „კროკუს სითი ჰოლში“


რუსეთში გლოვის დღეა. მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას ამ დროის მონაცემებით, 133 პირია გარდაცვლილი, არიან დაშავებულებიც. მათი უმრავლესობა სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. შემთხვევა მოსკოვის დროით გუშინ საღამოს 20:00 საათზე მოხდა, მაშინ, როცა მაყურებელი კონცერტის დაწყებას ელოდებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით, რუსმა სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს, მათგან ოთხი, სავარაუდოდ, თავდასხმის უშუალო მონაწილეა. ახლა მთავარი კითხვა ასეთია - ვინ დგას სასტიკი შეიარაღებული თავდასხმის უკან. ერთ-ერთი დაუზუსტებელი ვერსიით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ტერაქტი დაგმეს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა. გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებამაც.

თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან