გოდერძი ჩოხელის საიუბილეო საღამო
დღეს ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის სამუსიკო სასწავლებელში გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საერთაშორისო ინკორპორაცია - ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ "ამირანის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "სარეას" ერთობლივი პროექტის მიხედვით - 2014 წელი, გოდერძი ჩოხელის საიუბილეო წელია. ღონისძიებას ქართველი მწერლისა და რეჟისორის ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დღევანდელ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ როგორც თელავის ცნობილი მსახიობები, ასევე სხვადასხვა ახალგაზრდა პოეტები. სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მიერ შესრულებული იყო სხვადასხვა ქართული ხალხური სიმღერები. აღნიშნული პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1vsm4Bu
მსგავსი ვიდეოები
გოდერძი ჩოხელის საიუბილეო საღამო ყაზბეგში
AraGviani
სამშენებლო სამუშაოები გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გოდერძი ჩოხელის სევდიანი პერსონაჟების კინოფილოსოფია
TV IMEDI
გოდერძი ჩოხელის ხსოვნის საღამო, „ათონის დარბაზში“ (2016)
M.A.H
გოდერძი ჩოხელის - "უმისამართო წერილი"
giorgi usanetashvili
გოდერძი ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია
TV 25
გოდერძი ჩოხელის არაჩვეულებრივი ლექსი კითხულობს გივი ბერიკაშვ...
GeorGe GT
გოდერძი ჩოხელის საღამო, ხელოვნების სკოლა ''აფხაზეთი2"
Gigla Tchelidze