თაღლითური ქოლცენტრები საქმე


ე.წ-ლი თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულების ნაწილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მათ საგამოძიებო უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას ჯერჯერობით სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გუშინ გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ მილიონ 634 ათასს ამერიკულ დოლარს და ერთ მილიონ ევროს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან