გიორგი შაქარაშვილის საქმე

24.07.2020 05:52

შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების 21-ტომიანი საქმის ის ორი ფიგურანტი, რომელთა შესახებ  ნაცემი ახალგაზრდები საკუთარ ჩვენებებში წერენ. ამჯერად საუბარია ორ არასრულწლოვანზე. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ისინი არაგვის ხიდზე მომხდარ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი შაქარაშვილთან და მის თანმხლებ პირებთან ფეხით მივიდნენ და მათ შორის გარკვეული დიალოგი შედგა. ცნობილი ხდება იმ სატელეფონო საუბრის შინაარსიც, რომელიც მეორე თავდასხმის შემდეგ გიორგი ქათამაძეს და „ტოიოტა ქამრის“ ერთ-ერთ მგზავრს შორის გაიმართა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: