#Forbes30under30 - მუსიკა, როგორც აზრის გამოხატვის საშუალება

11/23/2021
Business Media Georgia-ის მიერ

“ემოციისა და აზრის გამოხატვის საშუალება” - ასე აღწერს ფორბსის 30 წლამდელთა, 2020 წლის სიის კიდევ ერთი გამორჩეული წევრი, მირიან კვალიაშვილი. წლების წინ პროფესიული ცხოვრება მუსიკას დაუკავშრა. ვიოლონჩელოსთან პირველი შეხვედრისას 7 წლის იყო და მთავარი არჩევანიც სწორედ ამ დროს გააკეთა, თუმცა პარალელურად არც სპორტისთვის დაუნებებია თავი. გარკვეულ ასაკამდე სპორტს და მუსიკას ერთმანეთს უთავსებდა, თუმცა შემდეგ ისევ არჩევანის გაკეთება მოუწია, რომელიც მუსიის სასარგებლოდ გადაწყდა. კარიერულ კიბეზე ჯერ იყო მუსიკალური სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, მერე მოწვევით შვეიცარიაში, მენოხინის მუსიკალურ აკადემიაში გაემგზავრა სასწავლებლად და დაბრუნდა ისევ სამშობლოში. როგორია ჩელისტი მირიან კვალიაშვილის გეგმები და გზა წარმატებისკენ, რა გამოწვევეს ხედავს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და რა ეტაპზეა დღეს?


სტუმარი: მირიან კვალიაშვილი - ვიოლონჩელისტი, #Forbes30under30-ის გამარჯვებული.

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან