#Forbes30under30 - საქართველო რუსული აგრესიის წინაშე - ნათია სესკურია
რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ასრულებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებული შეთანხმების დარღვევას კვლავ განაგრძობს. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზე, რომელიც აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც რუსული აგრესიის წინაშე დგას, ხოლო მოსკოვი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევას განაგრძობს. სტატიის ერთ-ერთი ავტორი თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი, ნათია სესკურიაა, რომელიც პარალელურად ახალ თაობას ასწავლის და უნივერსიტეტში უძღვება რუსეთის პოლიტიკისა და მთავრობის კურსს. მას ნამუშევარი აქვს კვლევით პროექტებზე მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში და რიგ სხვა მიმართულებებთან ერთად მუშაობს მსოფლიოში წამყვან, დედოფალ ელისაბედ II-ის პატრონაჟის ქვეშ არსებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში. ამ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალისა და რეგალიების პარალელურად ის #Forbes-ის 30 წლამდელთა სიის წევრია. სტუმარი: ნათია სესკურია - თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი, მკვლევარი.
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
Grant Thornton Georgia: გეგმები, მიზნები, გამოწვევები
Business Media Georgia
#Forbes30under30 - ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართ...
Business Media Georgia
#Forbes30under30 - ბიზნეს-საჭიროებებზე მორგებული კომპანია -...
Business Media Georgia
#Forbes30Under30 - ლადო სირდაძე, მეცნიერების კატეგორიის გამ...
Business Media Georgia
Forbes #30under30-ის 2022 აპლიკაციების მიღება დაიწყო
Business Media Georgia
საქართველოს წარმომადგენელი აშშ-ის მუსიკალურ ინდუსტრიაში
Business Media Georgia
#Forbes #30under30 - გზა Macdonald’s-დან MasterCard-მდე - მა...
Business Media Georgia
#Forbes30Under30 - Space და მის მომხარებელზე ზრუნვის გუნდის...
Business Media Georgia