ახალი აპარატურა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტს

11/01/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

1 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი და ალექსანდრე მარგიშვილი, უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი დავით ჯანელიძე, სტუდენტები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კინო-ტელე ფაკულტეტის ტექნიკური აღჭურვისა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, გამოიყო სპეციალური გრანტი 500 000 ლარი. შეიქმნა ჯგუფი პედაგოგებისა და სტუდენტებისგან, რომელმაც ჩამოაყალიბა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა, შეირჩა აპარატურა სასწავლო სტუდიისთვის. გარდა ახალი ტექნიკის შეძენისა, კულტურის სამინისტროს გრანტის საშუალებით გარემონტდა და სრულად იცვალა სახე სასწავლო აუდიტორიებმა, ფაქტობრივად შეიქმნა სტუდიოები, რომელიც აღიჭურვა დიდი მონიტორებით, კომპიუტერებით და განათების ხელსაწყოებით. აღჭურვამ სასწავლო პროცესი ბევრად გააუმჯობესა და სტიმული მისცა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. უკვე დაიწყო დიდი პავილიონისა და ხმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოები.
დღეს უკვე სტუდენტებს უახლესი გადამღები აპარატურით მუშაოების საშუალება აქვთ. შეუძლიათ ისწავლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით, ამონტაჟონ იზოლირებულ, საერთაშორისო დონის კლასის პროგრამებით აღჭურვილ სამონტაჟოებში. უდიდესი შენაძენია, ასევე, ხმის რეჟისორებისათვის თანამედროვე აპარატურა.


http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან