აქცია პროკურატურასთან


ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული გიორგი შაურიძე 12 დღეა ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი მოთხოვნით შიმშილობს. ის 12-წლიან პატიმრობას აპროტესტებს და 6 წლის წინ, მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს. ამ ორი მოთხოვნით, პატიმრის ოჯახის წევრები დღეს თბილისის პროკურატურასთანაც შეიკრიბნენ. მათი მტკიცებით, 6 წლის წინ შაურიძე უკანონოდ დააკავეს, ყაჩაღობა კი წამების შედეგად აღიარებინეს. შეკრებილების განმარტებით, 6 წლის წინ, პროკურატურამ, მოსამართლის მითითებით, გამოძიება პატიმრის დაზიანებებზე დაიწყო, თუმცა, 6 წელია საქმეზე შედეგი არ დამდგარა და პროცესი ჭიანურდება. გენერალური პროკურატურაში განმარტავენ, რომ საკითხს გაეცნობიან და განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან