მესაქონლეობის ექსპო | Cattle Expo 2019 Georgia Tbilisi

25.11.2019 02:04

პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 17 ფერმის 35-ზე მეტი მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრა. სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიში – მეგრული წითელი შეფასდნენ ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ. შვიდ საპრიზო კატეგორიაში 15 გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი გამოვლინდა. იხილეთ გამარჯვებულები და პრიზები. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი – საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი – ნუტრიმაქსი, ცხოველთა თანამედროვე საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერცხლის სპონსორი – სანო, გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში. გამარჯვებულების და პრიზების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2KU5P0m

გაზიარება: