მესაქონლეობის ექსპო | Cattle Expo 2019 Georgia Tbilisi
პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 17 ფერმის 35-ზე მეტი მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრა. სხვადასხვა კატეგორიის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ჯიშები, როგორებიცაა ჰოლშტეინი და წაბლა შვიცი, ასევე ქართული ადგილობრივი ჯიში – მეგრული წითელი შეფასდნენ ესტონეთიდან მოწვეული და ქართველი ექსპერტების მიერ. შვიდ საპრიზო კატეგორიაში 15 გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი გამოვლინდა. იხილეთ გამარჯვებულები და პრიზები. გამარჯვებული მსხვილფეხა საქონელი, კერძოდ ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით, რომლებიც დაწესდა მსხვილფეხა საქონლის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების მიერ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია. ღონისძიების პარტნიორია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი – „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებენ Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. გენერალური სპონსორი – საქართველოს ბანკი, წამყვანი ფინანსური ინსტიტუცია საქართველოში; ოქროს სპონსორი – ნუტრიმაქსი, ცხოველთა თანამედროვე საკვების მწარმოებელი კომპანია; ვერცხლის სპონსორი – სანო, გლობალური კომპანია ცხოველთა თანამედროვე საკვების სფეროში. გამარჯვებულების და პრიზების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2KU5P0m
Georgian Farmers' Association GFA-ის სხვა ვიდეოები
აგროტურიზმი საქართველოში #პალიტრანიუსი 10.10.2022
ფერმერთა გამოწვევები #პალიტრანიუსი 31.10.2022
აგროსექტორის გამოწვევები და ფერმერთა პრობლემები #პ...
02:21
როგორ შევიძინოთ საქონლის უვნებელი ხორცი
04:15
როგორ ააშენო მსხვილფეხა საქონლის ფერმა? უყურე ვიდე...
02:41
ხელოვნური განაყოფიერება - მსხვილფეხა საქონლის ჯიშთ...
02:17
ცხოველური წარმოშობის სურსათთან დაკავშირებული პირის...
02:34
როგორ ვისარგებლოთ მერძეული ფურის საკვები ულუფის გა...
მსგავსი ვიდეოები
"მესაქონლეობის ექსპო" თბილისში
რადიო თავისუფლება
მესაქონლეობის ექსპო 2019
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Cattle Expo 2019 მესაქონლეობის ექსპო 2019 თბილისი საქართველო...
Georgian Farmers' Association GFA
მესაქონლეობის ექსპო 2019
Nutrimax
#ახალიდღე „მესაქონლეობის ექსპო - 2022“ თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება.
პორტალი კვირა
რატომ ტარდება მესაქონლეობის ექსპო?
Business Media Georgia
„გაიგე მეტი“ - მესაქონლეობის ექსპო ლისის იპოდრომზე
პირველი არხი - ფერმა