უბედური შემთხვევა სოფელ ნაწრეტში

29.05.2019 00:54

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაცით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: