ქართული ბიზნესი - სოციალური პასუხისმგებლობა და ახალი პროექტები


დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“, გამარჯვებულებს გამოავლენს. კონკურსი დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები არიან პროექტი #წერექართულად და \"თი-ბი-სი\" ბანკი.

კონკურსის მიზანია, ქართული დამწერლობის ადაპტირება, თანამედროვე სამყაროსთან, მისი გავრცელება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვებულები 8 ნომინაციაში დასახელდება, კონკურსში „ქართული - ა“ გამარჯვებული ფონტები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

პროექტი \"წერე ქართულად\" ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო და მისი ინიციატორი და ორგანიზატორი \"თი-ბი-სი\" ბანკი იყო.

რატომ დაინტერესდა კორპორაცია, პროექტით - \"წერე ქართულად\" და როგორია მისი შედეგები - რას იღებს ბიზნესის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტებიდან საზოგადოება და ბიზნესი.

თემაზე, \"ეკონომეტრის\" სტუმარია, ნინო ეგაძე \"თი-ბი-სი\" ბანკის მარკეტინგის სამსახურის დირექტორი.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან