#არჩევნები2020 ვითარება ვაკის საარჩევნო ოლქში


საღამოს რვა საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები დაიკეტა და იწყება ხმების დათვლის პროცესი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები, სავარაუდოდ, ღამის 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. პროცედურა ასეთია: ბოლო ამომრჩევლის მიერ არჩევანის გაკეთების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთები, წილისყრით საარჩევნო კომისიის წევრებისგან ვლინდება ოთხი დამთვლელი, რომლებსაც დამკვირვებლების მიერ შერჩეული ორი მეთვალყურე დააკვირდება. საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების, დათვლის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია იკვრება, ილუქება და იგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიაში.

პირდაპირ ეთერში ვრთავთ ნიკა მუკბანიანს, რომელიც ვაკის საარჩევნო ოლქში ნომერ პირველ უბანთან იმყოფება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან