მიწისძვრა ხორვატიაში

29.12.2020 03:32

მძიმე სურათი ხორვატიაში - დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ნანგრევებში ამ წუთებშიც რჩებიან მოქალაქეები. გარდაცვლილია ერთი მცირეწლოვანი. 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქი პეტრინიაა. დანგრეულია შენობები, შეწყვეტილია ელექტრომომარაგება, სტიქიის შედეგად 600-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან მამა-შვილი გამოიყვანეს. ადგილზე ჩავიდნენ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub