გორის მე-3 სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

10/08/2020
Trialeti TV-ის მიერ

გორში მე-3 სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ამის მიზეზი კოვიდ-ინფიცირებული მოსწავლის ძმა გახდა, რომელიც დღეს სკოლაში გამოცხადდა.
სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ რესურს ცენტრს აცნობა. ერთობლივი გადაწყვიტილებით, სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
შაბათს ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. დღეს კი სკოლაში მისი ძმა მოვიდა, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. როდესაც ვიკითხეთ, თუ რატომ მოვიდა ეს ბავშვი, გვითხრეს, რომ მშობელმა გამოუშვა. ჩემთვის თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მივმართეთ დაავადებათე ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებს და ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. მანამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება” – განაცხადა ვახტანგ სუხიტაშვილმა
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს
http://trialeti.ge

ვიდეოები „Trialeti TV"-ისგან