საქართველო ვალიადოლიდის ფესტივალზე

16.10.2019 03:28

საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი ესპანეთში, სადაც ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადებიან. ესპანეთში ცნობილი და დამწყები რეჟისორების 20-ზე მეტი ქართული ფილმი გაიგზავნა. მთავარ საკონკურსო პროგრამაში კი ლევან აკიმის ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ნამუშევრებს ორი ქართველი კინორეჟისორიც შეაფასებს. ჟიურიში ქეთი მაჭავარიანი და ნუცა ალექსი-მესხიშვილიც არიან. დაგეგმილია ქართული კინოს შესახებ ორენოვანი წიგნის გამოცემაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: