ვითარება ისრაელში


ისრაელზე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმიდან მე-6 დღეს ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 2500-სს აჭარბებს. ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელის მიზანი მოძრაობა „ჰამასის“ განადგურებაა. ღაზის სექტორთან მობილიზებულები არიან ისრაელის სახმელეთო ძალები, სექტორში ჰუმანიტარული ვითარება უკიდურესად მძიმეა. მოსახლეობა ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. იზრდება იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობაც. ვრცელდება ცნობა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებითი საჯარისო შენაერთები გააგზავნეს ლიბანის საზღვართანაც, სადაც ვითარება იძაბება. ისრაელში ამბობენ, რომ ლიბანიდან მოძრაობა „ჰეზბოლას“ თავდასხმის საფრთხე არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მორიგ გამოსვლაში მკაცრად გააფრთხილა ირანი არ ჩაერიოს პროცესში. ისრაელში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან