"ოპიკი" ანაკლიის პორტის მშენებლობაში, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას განახორციელებს

15.08.2018

აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაცია "ოპიკი" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში, სავარაუდოდ, 100 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტირებას განახორციელებს. ფინანსირების საკითხი "ოპიკის" აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. "ოპიკი" - კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია - აშშ-ის სააგენტოა, რომელიც ამერიკული ინვესტიციების საერთაშორისო ბაზრებში დაბანდებას უწყობს ხელს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობა საზღვაო-სამშენებლო ეტაპზე უკვე გადავიდა. პორტის ტერიტორიაზე საზღვაო სამუშაოების დასაწყებად, მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: