COVID-19 - ვითარება აჭარაში

03.05.2020 00:54

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კლინიკაში არ გამორიცხავენ, რომ ორი პაციენტი დღესვე გაწერონ. ამჟამად კლინიკაში 24 პაციენტი რჩება, მათგან რამდენიმეს კორონავირუსი საკონტროლო ტესტების შემდეგ არ დაუფიქსირდა, თუმცა, ვირუსის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ, ისევ კლინიკაში რჩებიან. შედარებით გაუმჯობესდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 78 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც მართვითი სუნთქვიდან ორი დღის წინ მოხსნეს. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: