ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთთან მიმართებაში დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთთან მიმართებაში დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა. ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, რუსეთის მიმართ სანქციები მოხსნილიყო, თავად ავტორმა უკან გაიწვია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სესიაზე პროექტთან დაკავშირებით, მწვავე დებატები გაიმართა.
შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით, რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა თბილისში. პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ფაქტს საქართველოს დიდ გამარჯვებად აფასებს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან