ნინო ლომჯარიას განცხადება

21.02.2022 01:41

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირმა სახალხო დამცველს დასკვნა გაუგზავნა. ამ მოსაზრებების მიხედვით, ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მიიჩნევს, რომ კანონის ამოქმედება უნდა შეჩერდეს და გაუქმდეს. სახალხო დამცველის ცნობით, ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი კანონის უზენაესობის ხელყოფისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების საფრთხეს ქმნის და საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. ასევე ამავე ინფორმაციით, ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ინსპექტორს და მის მოადგილეებს მანდატი უნდა გაუგრძელდეთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: