მზადება შავი ზღვის რიგით IX ჯაზ-ფესტივალისთვის

07/23/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

23-26 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით IX შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება.

2015 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: GEORGE CLINTON \u0026PARLIAMENT FUNKADELIC, LIV WARFIELD feat. the NGP HORNZ, LISA STANSFIELD, SNOOP DOGG. ბათუმი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქალაქი, რომელსაც SNOOP DOGG თავისი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ფესტივალის ფარგლებში, კლუბ „Take Five”-ში ბენდთან ერთად კონცერტებს გამართავს წარმატებული ქართველი ჯაზ-პიანისტი გიორგი მიქაძე. ბენდის შემადგენლობაშია ცნობილი ამერიკელი DJ, ჰიპ-ჰოპერი, ბერკლის პროფესორი და Okayplayer-ის არტისტი ბრაიან რაიდერ ელისი (Brian \"Raydar\" Ellis).
გიორგი მიქაძე მსმენელს სრულიად ახალ, მულტიჟანრულ პროექტს წარუდგენს სახელწოდებით „GIORGI MIKADZE \u0026 NYC GROOVE ALIENS Feat. DJ RAYDAR ELLIS“. პროექტში ჯაზის, ფანკის, სოულის, ფიუჟენისა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებია გაერთიანებული.




http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან