ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი - იმედის დილის რუბრიკა "საქართველოს გზები"

13.01.2021 05:47

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები იწყება. ასფალტ-ბეტონის ახალი გზა, ხიდები, გვირაბები, საფეხმავლო ბილიკები, ქვეითთა და პირუტყვთა გადასასვლელები - ამ და სხვა ელემენტების გათვალისწინებით, ეს პროექტი რეგიონში იქნება უპრეცენდენტო. პროექტი გამორჩეულია თანამედროვე ტექნოლოგიებითაც, რომელთა გამოყენებაც მოხდება მშენებლობისას. გვირაბგამყვანი დანადგარი TBM, რომელიც სპეციალურად ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის გასაყვანად დამზადდა, უკვე საქართველოშია. უფრო მეტ დეტალს იმედის დილის რუბრიკა "საქართველოს გზების" სიუჟეტიდან შეიტყობთ. #ქვეშეთიკობი #განვითარებისახალიგზა

გაზიარება: