ქართული პოლიტიკა 2022
საქართველოსთვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენაა - 2024 წლისთვის გათვალისწინებული გეგმა უკრაინაში მიმდინარე ომმა და გაუარესებულმა რეგიონულმა უსაფრთხოებამ დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებდა, ივნისში ასოცირებული ტრიო განცალკევდა - უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიიღო, სტატუსამდე კი ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულებამ უნდა მიიყვანოს. თუმცა, ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ამ დრომდე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არაერთი საგარეო მოწოდების მიუხედავად, ერთად მუშაობა მაინც ვერ შეძლო - სამუშაო ჯგუფებს ოპოზიციის ნაწილმა პირველივე დღიდან ბოიკოტი გამოუცხადა. რეკომენდაციების მიღებიდან შვიდი თვის თავზე რეფორმების ნაწილი უკვე მიღებულია. პოლიტიკური სპექტრი ამ დრომდე ვერ თანხმდება რამდენიმე პუნქტზე - დეოლიგარქიზაცია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც ასევე ჩავარდა, ღიად რჩება პირველი პუნქტიც, რაც ყველაზე მთავარ საკითხს დეპოლარიზაციას გულისხმობს. სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს მიმდინარე წლის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელ ყველა ძირითად თემას - წლის ბოლოს როგორია საქართველოს პერსპექტივა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკა ვაშაკიძე და კახა კუკავა: ორპოლუსიანი მსოფლიო და ორპოლ...
თავისუფალი არხი - Free Channel
კარტოგრაფების საქმე - დოკუმენტური ფილმი
Enigma Media
„შეცდომა არ იყო... ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა“ - კახა კახიშვ...
Spaces news სივრცეები
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს პოლიტიკისგან შორს ყოფნას ურჩევს
TV IMEDI
,,განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა სამსახურ...
TV მონიტორინგი
ახალგაზრდების ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში - ანანია დევსურაშვ...
Anania Devsurashvili
Kettari (K)Nights - რეჟისორი, გიორგი ებრალიძე (სრული გადაცემ...
Kettari Foundation
#ახალიდღე „ეთნოფესტი-2022“ იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster