ვითარება უკრაინაში
სროლისა და აფეთქების ხმა ისმის უკანაში. უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ბუჩადან მთლიანად განდევნეს საოკუპაციო ჯარი. ღამით, ქვეყნის მასშტაბით, დაიბომბა სკოლები, ტაძრები, საცხოვრებელი კორპუსები და მაღაზიები. ხუთი ადამიანი დაშავდა სუმში სარაკეტო დარტყმის შედეგად. ჭურვი 27-ე საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ღამით მხოლოდ ხარკოვში ოთხი ადამიანი დაღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში რამდენიმედღიანი დაპირისპირებისა შემდეგ რუსული ძალები შევიდნენ, ის ამ დრომდე უკრაინელების კონტროლქვეშაა. ხერსონთან დაკავშირებით კი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. რუსული მხარე იუწყება, რომ ქალაქზე კონტროლი დაამყარეს. მანამდე გავრცელდა ქალაქის მერის განცხადებაც, სადაცა მან აღნიშნა, რომ 300-ათასიანმა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის მითითებები, რასაც შეიარაღებული ძალები გასცემენ. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ჟიტომირშიც. ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეები აღმოჩნდნენ. მძიმე მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის საპორტო ქალაქ მარიუპოლშიც. ამ მონაცემებით, ის რუსი სამხედროების ალყაშია. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს სამხედროებს საწვავი და საბრძოლო მასალების მარაგი არ აქვთ. გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულია 227 და დაშავებულია 525 სამოქალაქო პირი. თუმცა, ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ეს რიცხვი რეალურ მონაცემებს არ ასახავს და ის ბევრად უფრო მაღალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster