77 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან


დღეს 77 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან.

1945 წელს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ამ დღეს კიდევ უფრო მეტი ემოციური დატვირთვა აქვს. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს. ქვეყნიდან წასული 700 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში ომის 173 ვეტერანი ცხოვრობს. ტრადიციულად ყოველ 9 მაისს ისინი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბებიან, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში მივიდნენ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მათი ცხოვრების უმძიმეს დღეებს იხსენებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან