„ნინოობისადმი" მიძღვნილი ღონისძიება კისისხევში
27.01.2014
01:37
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის კულტურის სახლში დღეს „ნინოობისადმი" მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები იღებდნენ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, კახეთის გუბერნატორი - ირაკლი შიოლაშვილი, თელავის გამგებელი - გივი მეტრეველი და გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი დაესწრნენ. ღონისძიება, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს, კისისხევის კულტურის სახლის ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხადრაჭერით ყოველწლიურად, 27 იანვარს იმართება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1nbSz4j