საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები


ხვალ, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდება, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი, უკვე წინასწარ ცნობილია, რომ მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ჩამოყალიბდება. ოპოზიცია ამ ცვლილებას დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან გამომდინარე, პერსონალური მონაცემებისა და საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს. ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელიც იმედს იტოვებს, რომ პროცესი შეჩერდება. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებაზე პროექტის ინიცირების შესახებ, მან არაფერი იცოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან