გამოკითხვა თელავის პოლიციაში
თელავის პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა პარტია „ევროპული საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის წევრის, ნინო გალახვარიძისა და მისი 19 წლის შვილის, ზაქრო ქუსრაშვილის გამოკითხვა. პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა ქუსრაშვილმა განაცხადა, რომ გატაცება არ ყოფილა და დედამ მისი სატელეფონო ზარი არასწორად გაიგო. მომხდარ ფაქტს გაუგებრობა უწოდა ზაქროს დედამაც და განაცხადა, რომ ამ ფაქტს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. 19 წლის ზაქრო ქუსრაშვილის გატაცების შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და მისი ოჯახის წევრებმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს და ზაქრო ქუსრაშვილის გატაცებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაადანაშაულეს. პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ზაქრო ქუსრაშვლის მეზობლის, დავით კუპრაშვილის გამოკითხვა, რომელსაც ოჯახი ერთ-ერთ გამტაცებლად ასახელებდა. ზაქრო ქუსრაშვილის დედამ, ნინო გალახვარიძემ, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრია, 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მისი შვილი სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიტაცეს. დედამ მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განმარტება „ევროპულ საქართველოში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პანკისში დაშავებული პოლიციელები გამოკითხვაზე გადაიყვანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა - როგორ აფასებთ თელავის მაჟორიტარის საქმიანობას
Mtisambebi / მთის ამბები
როგორ უნდა იყოს თელავის გამგებელი -- გამოკითხვა
knews. ge
გამოკითხვა: რა პრობლემების მოგვარებას სთხოვთ თელავის მერს?
ტელეკომპანია თანამგზავრი
გამოკითხვა ვინ უნდა იყოს თელავის უნივერსიტეტის რექტორი
knews. ge
გამოკითხული 21 რესპოდენტიდან 20–მა არ იცის ვინ არის ქალაქ თე...
Mtisambebi / მთის ამბები
რა იცის თელავის მოსახლეობამ ომიკრონზე გამოკითხვა
knews. ge