თბილისში გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი იმართება

05.10.2018 01:54

თბილისში რიგით მეორე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი იმართება. კონფერენციის თემა - ბიზნესმდგრადობა, როგორც 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულებაა. ამ საკითხზე დელეგატები 15-ზე მეტი ქვეყნიდან მსჯელობენ. მათ შორის არიან ქუვეითის პრინცესა, რომელიც არაბ საქმიან ქალთა საბჭოს თავმჯდომარეობს და ნიგერიის დედოფალი - არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

ფორუმი საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით იმართება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub