მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილე

06.02.2021 04:46

ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილი ასი წლის გახდებოდა. თავდაპირველად რეჟისორი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სადაც არაერთი ცნობილი სპექტაკლი დადგა, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტის მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე კინომსახიობთა თეატრი შექმნა, რომელიც დღეს თუმანიშვილის სახელს ატარებს. იუბილესთან დაკავშირებით, დღეს, 22:10 საათზე, საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდი წარმოგიდგენთ რეჟისორის უკვდავ სპექტაკლს „ჩვენი პატარა ქალაქი“. თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: