რეცეპტი - ამ ქალაქში დღეს მეფობენ მგლები (1989)

10.02.2013 03:20

Recepti - Am Kalakshi Dghes Mepoben Mglebi (1989) Alternative version
Georgian alternative music

Lado Burduli: guitar, vocal
Zaza Sakhamberidze: guitar, back vocal
Vova Vardaniani: drums
Kakha "Jozef" Gugushvili: bass
Shalva Khakhanashvili: keyboard
Sandro "Kirpicha" Kapanadze: saxophone

From Lado Burduli, Dada Dadiani & Kisho Glunchadze session tape. Recorded in Dada's Home Studio with Alesis Drum Machine.

"რეცეპტი" 1987 წელს თბილისში შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლადო ბურდული (ვოკალი, გიტარა), ზაზა სახამბერიძე (გიტარა, ბექ ვოკალი), კახა გუგუშვილი, იგივე ჯოზეფა (ბას გიტარა) და ვოვა ვარდანიანი (დრამი). მათ მოგვიანებით შალვა ხახანაშვილი (კლავიში) და სანდრო კაპანაძე, იგივე კირპიჩა (საქსოფონი) დაემატნენ.

"რეცეპტის" მუსიკალურ მიმართულებას პანკ როკის, გოთიკისა და პოსტ პანკის ნაზავი წარმოადგენდა. ჯგუფის რეპერტუარი მთლიანად ორიგინალური, ქართულენოვანი სიმღერებისგან შედგებოდა.

1988-დან 92 წლის ჩათვლით "რეცეპტმა" საერთო ჯამში 7 კონცერტი ჩაატარა. რამდენიმე მათგანის ვიდეოჩანაწერი დღემდეა შემონახული. მათ შორისაა ჯგუფის გამოსვლა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში, თბილისში, "დინამოს" სტადიონზე ჩატარებულ როკ ფესტივალზე და "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზზე.

"რეცეპტის" ალბომებმა დღის სინათლე მხოლოდ ჯგუფის დაშლის შემდეგ იხილა. 1997 წელს პანკ ლეიბლმა Tian An Men 89 ვინილი Underground Georgia გამოუშვა, სადაც 4 კომპოზიციაა შესული. 2006 წელს კი კანადაში Retsepti ‎– Anthology Of Georgian Underground. Tbilisi, 1987-92 გამოდის. ეს დღემდე "რეცეპტის" შემოქმედების ყველაზე სრულფასოვანი კრებულია.

ხელმისაწვდომია ასევე "რეცეპტის" სამი სიმღერის - "მე მოვრბოდი შენკენ", "ამ ქალაქში მეფობენ მგლები" და "ისევ მუქდება მორიგი ღამე" ალტერნატიული ვერსიები, რომლებიც ლადო ბურდულმა 1989 წელს დადა დადიანის სახლის სტუდიაში ჩაწერა.

გაზიარება:
BacklinkLog