პატრიარქის აღსაყდრების დღე


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან დღეს 44 წელი გავიდა. საქართველოს 141-ე პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა და მას სახელად ილია მეორე ეწოდა. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა დღეს მეუფე დანიელმა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად შეასრულა.

თავად პატრიარქი დღეს სამებაში არ იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში პანდემიის არსებობიდან გამომდინარე, სტუმრების მიღება არ იგეგმება. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისთვის კი ქვეყანაში სულ 46 ეპარქია, 2 000-მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 000-მდე სასულიერო პირია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან