აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განაცხადება


„ამერიკა მზადაა იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომლისკენაც საქართველოს ევროკომისიამ მოუწოდა“ - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისს შეკითხვა დაუსვეს, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით. პრაისის თქმით, ამ საკითხზე საუბარს უკრაინულ მხარეს უთმობს. შეკითხვა ასევე შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის განცხადებებს, რომ აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება ზოგიერთი განცხადების გამო, რამაც ქვეყანაში უკუსვლა გამოიწვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და გააღრმავა საზოგადოებაში პოლარიზაცია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან