ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი რამდენიმე დღით ჩაიკეტება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, ე.წ. საზღვრის რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, დღეს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება. მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება რუსი სამხედროების გადაადგილებას, მესამე დღეა სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტები არ გამოჩენილან. 7 აგვისტოდან დღემდე მათ სოფელში 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე 400 მეტრით გააგრძელა და ორი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთებიც მოიყოლა. ერთ კვირაში ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული მხარე მთავარ თემად გუგუტიანთკარში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის საკითხის დაყენებას აპირებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
20-22 აპრილს, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი...
PalitraNews
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დ...
PalitraNews
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები შესაძლოა...
mzia janelidze
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე წ შეიარაღებული ძალები შესაძლოა...
POS TV
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების განცხადებები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster