ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა


ევროკომისიის პირობების შესასრულებლად სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. რა ხარვეზები აქვს გატარებულ სასამართლო რეფორმებს და რა ნაბიჯებია გადასადგმელი მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გასაზრდელად – ეს იყო კონსულტაციების მთავარი თემა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ოპოზიციური ძალა, პარტიების მეორე ნაწილი „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი ამ პროცესში არ მონაწილეობს. ისინი რიგგარეშე სესიის დანიშვნასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ და საკუთარ სამოქმედო გეგმას მიმდინარე კვირაში წარმოადგენენ.

მმართველ გუნდში კი, ისევე როგორც შეხვედრებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პროცესში სრული პოლიტიკური სპექტრი ჩაერთოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან