უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა გაიზარდა


რვამდე გაიზარდა უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა. ეს ინფორმაცია პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა დაუდასტურა. დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორ ქართველ მებრძოლს, საელჩოს ცნობით, ცხედრები ამ დროისათვის ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. გარდაცვლილების, ზურაბ შანავას და დავით მენაბდიშვილის თანამებრძოლი, ნადიმ ხმალაძე კი „მოამბესთან“ ამბობს, რომ ცხედრები შეტაკების ადგილიდან უკვე გამოიყვანეს. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან დღემდე, ექვსი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მარიუპოლში გარდაცვლილი ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან