დაგეგმილი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“

10.02.2024 00:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ეს საქართველოს კანონმდებლობას საერთაშორისო პრაქტიკასთან კიდევ უფრო დააახლოებს. პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით, 81 ხმით გუშინ მიიღო. კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი ხმათა ეს რაოდენობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერა ორჯერ იქნება შესაძლებელი და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას ხუთი წლის ვადით შეძლებენ. თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება, რის შემდეგაც ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები. ცვლილებებით ასევე, ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - მმართველი გუნდი და ოპოზიცია საკითხზე ვერ თანხმდება
05:09

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები - მმართველი გუნდი და...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები
01:55

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები
05:30

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასება ცნობილია
03:48

საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა
02:07

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა

Radio Atinati

საარჩევნო ცვლილებების განხილვა
05:10

საარჩევნო ცვლილებების განხილვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარშემო
01:23

დავა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გარშემო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო