დაგროვებითი საპენსიო სისტემა

26.03.2019 03:30

ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემით 600 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.  

მათი ნაწილისთვის სქემა სავალდებულოა, ნაწილისთვის კი, ნებაყოფლობითი. 40 წელზე უფროსი ასაკის დასაქმებულებს, სისტემის დატოვება შეეძლებათ - ასეთი დაახლოებით 230 ათასი ადამიანია.

მოქალაქეები ვარაუდობდნენ, რომ სქემიდან გასვლას პირველი აპრილიდან შეძლებდნენ. თუმცა საპენსიო სააგენტოში დააზუსტეს, რომ ვადა ინდივიდუალურია და სისტემაში გაწევრიანების თარიღიდან 3 თვის შემდეგ იწყება.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ მოქალაქეებს, რომლებსაც სისტემის დატოვება სურთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog