„არა ჩაბეტონებას“ - საპროტესტო აქცია ბათუმში

15.02.2020 00:59

„არა ჩაბეტონებას“ - ბათუმში მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ ორგანიზებით, პროექტის „რივიერა ბათუმის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სანაპიროზე პროექტით გათვალისწინებული ცათამბჯენების მშენებლობაში ეკოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ისტორიულ ტერიტორიაზე, სადაც მაქსიმუმ სამსართულიანი შენობის აშენებაა ნებადართული, პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, კომპანიას ალტერნატიული ადგილი გამოეყოს. შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: