სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა


ამ კვირაში პარლამენტს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ხვალ გაირკვევა, ვის ჩააბარებს საკანონმდებლო ორგანო იმ ორ უწყებას, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდეგ დეპუტატებმა დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის მსურველებს მოუსმინეს. არჩევანი ორ პროკურორს, კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს შორის უნდა გაკეთდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენამ ხმაურიანი განცხადებების და მწვავე შეკითხვების ფონზე ჩაიარა. კანდიდატურების განხილვის პროცესში ოპოზიციაც არის ჩართული. მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ხელისუფლების ოპონენტთა მხარდაჭერა დღეს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კაციტაძეს წინა ხელისუფლების დროს პროკურატურაში მუშაობის წლები შეახსენა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან