პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად განხორციელდა


ატენის ხეობა მზადაა დამსვენებლების მისაღებად.
\"დროას\" ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ატენის ხეობის სამ საპიკნიკე სივრცეში სპეციალური საცეცხლე ადგილები მოეწყო (სულ 12). ასევე დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერები რომელზეც დატანილია ბუნებაში ქცევის წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები გარემოს დააბინძურებისთვის. ცოტა ხნის წინ აღნიშნულ ადგილებში ურნებიც განთავსდა, გამგეობის შესაბამისი სამსახური დასუფთავების სერვისსაც განახორციელებს, ასე რომ ყველა პირობა შექმნილია ბუნების დასაცავად ^_^
ინიციატივა განხორციელდა პროექტის \"მომავალი ეკოლოგიური პრობლემების გარეშე\" ფარგლებში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
#დროა
#ბუნებისდაცვისდროა
#NDI
#გორისმუნიციპალიტეტისგამგეობა

ვიდეოები „გორის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან