ვარსკვლავთვალება

02/11/2016
zviad tsindeliani-ის მიერ

როცა ბავშური ღიმილის
იქეთ,
შენზე
მზადდება ათასი ჭორი,
როცა კაცებმა თავები
ვიქეთ,
თუმცა
შენამდე
გზებია შორი..
როცა
გაშინებს სიტყვების
დასტა,
ან აღმოჩენა
ძველი ნიჭების...
როდესაც გეტრფის
უაზრო კასტა,
მთელი არმია
მშიერ
ბიჭების..
როცა
ნიღაბი არის
სიშორე,
“არ დავბრუნდები” -
შენს თავს პირდები,
გულს გიწყალებს
და ვერ მოიშორე
“მენატრები”
და ყალბი
“მჭირდები”..
როდესაც
შენში ხედავენ
სხეულს,
მე კი გეძახი
ვარსკვლავთვალებას,
ძაან სასურველს
და
მაინც ეულს,
გიკითხავ ლექსებს
და აღსარებას,-
ხვდები
ცხოვრებამ სად არ
გატარა,
ჩუმად მისმენ
და
გითრთის ტუჩები,
შემომეხვევი
როგორც პატარა,
კვლავ
ჩემს მკლავებში
გაიყუჩები..
და
მაშინ გეტყვი,
რომ ერთგულება
ჩვენი გრძნობების
მკაცრი ფასია..
დიდხანს მოგიწევს
ჩემი
ყურება,
მე
შენ
მიყვარხარ...
და ეს
ასეა..


https://www.facebook.com/ზვიად-ცინდელ...

ვიდეოები „zviad tsindeliani"-ისგან