მოკლე კაბა - ლიმუზინი לימוזין - מחרוזת | გრძნობა როგორ დაგიამო

31.05.2021 04:59

ბენდი ლიმოზინი לימוזין - მოკლე კაბა (გრძნობა როგორ დაგიამო) מחרוזת გრძნობა როგორ დაგიამო, ან რა ლექსი გიმღერო? ქალო, ალვისტანიანო, ვარდისა და მზის ფერო! ნუთუ აღარ გაგახსენდი, რაც აქედან წახველი? ო, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და წაღვერი... თვალს გავახელ, წიგნს გადავშლი თუ მიდამოს გავცქერი, მომანათებს შენი სახე და თვალების ჩანჩქერი. შენზე ფიქრებს გადავურჩე, თუ თბილისის მზეწვიას?.. ვერ მოვუსწარ მატარებელს, ეს რომ გამომეძია. ბევრი კოცნა დაგადევნე, ერთიც ვერ მოგეწია!.. აგერ თითქმის სამი თვეა, რაც დატოვე ეს მხარე და წერილიც არ მომწერე, ერთხელ არ გამახარე! შენ ნაძვნარში დასეირნობ, მე კი მადნობს ივლისი, ო, ნეტავი ერთად იყოს წაღვერი და თბილისი!.. იქნებ სხვაზე გადამცვალე, სხვას აენთე კელაპტრად?! არ გიყვარვარ? ჩემი ლექსი აბა, რად მოგენატრა?! თუ გიყვარვარ, რად გამირბი, რატომ თავაზიანობ? თუ ჩემი ხარ, რატომ გინდა ეჭვით დამაზიანო? ჩემო ვარსკვლავთვალიანო, მთვარის თანაზიარო!. ჩემი გრძნობა წმინდა არის, ვით ანკარა მთის წყარო, და მგოსანზე უკეთესმა ქვეყნად ვინ შეგიყვაროს?! პოეზიის სურნელება მსურს, რომ გადმოგიღვარო, სიხარულის დღეებია, მოდი, ჩვენც გავიხაროთ!.. /ანდრო თევზაძე/ ლიმუზინი - თამუნას დავარქმევ להקת לימוזינ - תמונה (Shabi Koren, Roma Janashvili) ქართველი ებრაელების ჯგუფი - "ლიმოზინი" შაბი კორენი, რომა ჯანაშვილი და სხვები. Georgian Jaw's Band - LImuzini Shabi Koren, Roma Janashvili שבי קורן רומה ג'נשוילי საავტორო უფლებები -    / azarzarofficial   ლექსის ავტორი - ანდრო თევზაძე მუსიკის ავტორი და პირველი შემსრულებელი - მარეხ გოძიაშვილი (გრძნობა როგორ დაგიამო) "მოკლე კაბა და მოკლე ლალისფერი"

გაზიარება: